თავში

თურქეთმა ლაზერული იარაღით აღჭურვილი დრონი გამოცადა

თურქეთმა ლაზერული იარაღით აღჭურვილი დრონი გამოცადა
თურქეთმა ლაზერული იარაღით აღჭურვილი დრონი გამოცადა

თურქეთმა მსოფლიოში პირველი ლაზერული შეიარაღებული უპილოტო თვითმფრინავი გამოცადა, რომელსაც ბომბების განეიტრალება შეუძლია. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Anadolu წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოწყობილობის სახელწოდებაა Eren. ტესტირების დროს მან 500, 300 და 100 მეტრის მანძილიდან სროლა წარმატებით განახორციელა. 

ლაზერული იარაღის წყალობით, დრონს  ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ბომბების შორი დისტანციით განეიტრალება შეუძლია.

მოწყობილობის მაქსიმალური ფრენის სიმაღლე 3 კილომეტრია.

ტესტირების ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ Eren თურქეთის შეიარაღებული ძალების სისტემაში გადავა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system