თავში

თვითმფრინავში "ომიკრონით" ინფიცირების რისკი 3-ჯერ იზრდება

თვითმფრინავში "ომიკრონით" ინფიცირების რისკი 3-ჯერ იზრდება
თვითმფრინავში ომიკრონით ინფიცირების რისკი 3-ჯერ იზრდება

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის სამედიცინო მრჩეველმა განაცხადა, რომ თვითმფრინავში კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირების  ორჯერ ან თუნდაც სამჯერ მეტია, ვიდრე "დელტას" გავრცელების. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

Air New Zealand-ის ყოფილმა მთავარმა ექიმმა, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) სამედიცინო მრჩეველმა, დევიდ პაუელმა განაცხადა, რომ ამ მხრივ ყველაზე უსაფრთხო ბიზნეს კლასია, ვიდრე ეკონომი, რადგან ადგილები ერთმანეთისგან უფრო მეტი მანძილით არის დაშორებული.

"როგორც არ უნდა იყოს თვითმფრინავში დაინფიცირების რისკი ორჯერ ან სამჯერ მეტია "ომიკრონის" შემთხვევაში, როგორც ეს სხვა შტამების დროს იყო", - განაცხადა მან.

პაუელის თქმით, კორონავირუსისგან თავის დასაცავად, მგზავრებმა თავი უნდა აარიდონ პირისპირ კონტაქტს და ზედაპირებს ხშირად არ შეეხონ, ხოლო ერთმანეთის გვერდით მსხდომმა ადამიანებმა უნდა ეცადონ, ჭამის დროს პირბადეები ერთდროულად არ მოიხსნან.

მისი აზრით, ვითარება უარესია აეროპორტებში, სადაც ადამიანები უფრო მეტად ეჯახებიან ერთმანეთს, ხოლო ვენტილაციის ხარისხი დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე თვითმფრინავებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system