თავში

უქმეებზე დალევას გეგმავ? - ეს უნდა წაიკითხო

უქმეებზე დალევას გეგმავ? - ეს უნდა წაიკითხო
უქმეებზე დალევას გეგმავ? - ეს უნდა წაიკითხო

ალკოჰოლური სასმელი მიღება დამღლელი დღის შემდეგ ან უბრალოდ მეგობრების წრეში საღამოს გატარებისას, ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ამ ფერად-ფერად სასიამოვნო სასმელებში თხევადი კალორიები იმალებიან. თითქოს არაფერია ერთ ჭიქა სასმელში 150-200 კალორია, მაგრამ საღამოს განმავლობაში ერთზე მეტი ულუფა ასევე წახემსება და დღის რაციონის ნახევარი ფაქტობრივად შევსებულია. სიამოვნებაზე სრულად უარის თქმა არ შეიძლება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ინგრედიენტების მცირედი ცვლილებით, შევამციროთ კალორიულობა, ან სულაც შედარებით დაბალკალორიული სასმელი მივირთვათ. შედარებით მაღალკალორიულობით გამოირჩევა კოქტეილები, მათში არსებული დანამატების გამო, თუმცა კალორიულობის შემცირება შესაძლებელია თუ ტკბილ ტონიკებს და სიროფებს ჩავანაცვლებთ უბრალო გაზიანი წყლით და დამატკბობელზე დამზადებული დანამატებით. აქვე გთავაზობთ დაბალკალორიული ალკოჰოლური სასმელების ჩამონათვალს:

მარგარიტა (95 კკალ)

თუ მარგარიტას დალევას თავს არიდებთ მისი მაღალკალორიულობის გამო. დანამატები ჩაანაცვლეთ ლაიმის ახლად გამოწორული წვენით და აგავას სიროფით. ასე შეამცირებთ შაქრის რაოდენობას და აქედან გამომდინარე კალორიულობას.

ჯინი ტონიკით (97 კკალ)

მისი კალორიულობის შემცირება მარტივადაა შესაძლებელი თუ ტონიკი შაქრის შემცვლელზე იქნება დამზადებული ან სულაც გაზიან წყალს გამოვიყენებთ.

წითელი ღვინო (125 კკალ)

წითელი ღვინის მოყვარულებმა, ტკბილი და ნახევრად ტკბილი ღვინოები ჯობს მშრალით ჩაანაცვლოთ, მასში ნაკლები კალორიებია.

მარტინი (120 კკალ)

მარტინის კალორიულობას მცირედით შეცვლის ლიმონის წვენი ან ზეთისხილი ამიტომ შეგიძლიათ არაფერი შეცვალოთ.

თეთრი ღვინო (121 კკალ)

ისევე როგორც წითლის, თეთრი ღვინის შემთხვევაშიც, შეარჩიეთ ნაკლებად კალორიული - მშრალი ვარიანტი.

ღია ფერის ლუდი (100 კკალ)

თურმე ქალბატონებს, ვინც ლუდს მიირთმევს, ზომიერი რაოდენობით, ღვინის მოყვარული ქალბატონებისგან განსხვავებით, ნაკლებად აწუხებთ ჰიპერტენზია. შეარჩიეთ მსუბუქი ვარიანტი, იგი ნაკლებად კალორიულია.

არაყი და კლუბური სოდა (97 კკალ)

ეს ნაზავი საუკეთესო ვარიანტია, არც გაუწყლოვანებას იწვევს და ზედმეტი კალორიებისაც შეგვიძლია არ შეგვეშნდეს.

შუშხუნა ღვინო (95 კკალ)

შუშხუნა და მსუბუქი ღვინო თავისთავად ერთკომპონენტიანი დაბალკალორიული სასმელია - ისიამოვნეთ.

ჯინი ტონიკით (97 კკალ)

თუ ნახშირწყლებს ზღუდავთ ჯინი და დიეტური ტონიკი სასიამოვნო სასმელია და ჩვენს კვების რეჟიმსაც არ უქმნის საფრთხეს.

მოჰიტო (143 კკალ)

ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ შაქრის ოდენობის შემცველობის ხარჯზე იქნება შესაძლებელი კალორიების შემცირება.

გაფრთხილება: მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მადის მომატება ალკოჰოლის მიღებასთან ერთად და დაბალკალორიულმა სასმელმა ზედმეტი საკვების მიღებისკენ არ გვიბიძგოს.

სასიამოვნო განტვირთვას გისურვებთ მოახლოებულ უქმეებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system