თავში

უქმეებზე მოიმატეთ - ეს უნდა წაიკითხოთ

უქმეებზე მოიმატეთ - ეს უნდა წაიკითხოთ
უქმეებზე მოიმატეთ - ეს უნდა წაიკითხოთ

თუ სააღდგომო უქმეების შემდეგ ხაჭოს ან ტრადიციულმა პასკებმა და ათასმა სხვა ნუგბარმა თუ ტრადიციულმა კერძმა სამშაბათ დილას გაიძულათ ყველაზე განიერი სამოსით გამოცხადებულიყავით საზოგადოებაში, ნუ ღელავთ, რადგან 2-3 დღეში მომატებული იმდენივე დღეში უკვალოდ გაქრება, მთავარია დროულად გაჩერება და ყოველდღიური რუტინის აღდგენა.

გადახედეთ რამოდენიმე საინტერესო რჩევას:

არ აიწონოთ

ყველამ ვიცით და ვატყობთ ერთ კილოსაც კი საკუთარ თავს,თუმცა სასწორზე ზედმეტი კილოგრამების დანახვა, რომელთა ნაწილიც აუცილებლად უჯრედული სითხეც იქნება (რადგან დაუბალანსებელმა კვებამ და ცოტა ალკოჰოლმა სითხის შეკავებაც იცის), მაინც არასასიამოვნოა და შეიძლება სასოწარკვეთილ ადამიანს კიდევ უბიძგოს ცდუნებისკენ. და ჰო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მთავარი წონა არაა, მთავარი ფორმებია. და იმ ერთ და ორ კილოს მხოლოდ ჩვენ ვამჩნევთ.

არ გამოტოვოთ კვება

გააგრძელეთ თქვენი ჩვეული რუტინა და არ მოაწყოთ შიმშილობის დღე, ან არ გამოტოვოთ რომელიმე კვება დღის განმავლობაში. თუ მეტს იშიმშილებთ, აუცილებლად გადაამეტებთ მოგვიანებით.

უბრალოდ შეამცირეთ ტკბილეული, არ აკრძალოთ, შეამცირეთ.

არ ჩააგდოთ დღე ვარჯიშის გარეშე

იპოვეთ პარტნიორი და მასთან ერთად ისეირნეთ, დაწყება ძნელია მარტო, ერთად უკეთესია.

აუცილებლად სვით წყალი. წყალში ლიმონის, ჯანჯაფილის და სეზონური ხილის თუ ბოსტნეულის ჩამატებით უფრო ფერადი გახდება ყოველდღიური რუტინა.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system