თავში

უსინათლოებისთვის მხედველობის აღდგენა შესაძლებელი გახდა

უსინათლოებისთვის მხედველობის აღდგენა შესაძლებელი გახდა
უსინათლოებისთვის მხედველობის აღდგენა შესაძლებელი გახდა

ესპანელმა მკვლევრებმა უსინათლო პირებისათვის ტვინის იმპლანტი შექმნეს, რომელიც მხედველობას ნაწილობრივ აღადგენს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ესპანეთის მიგელ ერნანდესის უნივერსიტეტის (UMH) მკვლევარებმა წარმოადგინეს ტვინის იმპლანტი, რომელიც უსინათლოებს საშუალებას აძლევს ფორმები და ასოები გაარჩიონ. 

სპეციალური სათვალით გამოსახულება კომპიუტერს გადაეცემა, რომელიც მას ელექტრონულ სიგნალად გარდაქმნის და ტვინში ჩამაგრებულ იმპლანატნს გადასცემს

იმპლანტირებადი მოწყობილობა არის პატარა სამგანზომილებიანი მატრიცა 100 მიკროელექტროდით, რომელიც ურთიერთქმედებს ორმხრივად ტვინის უჯრედებთან. მისი სიგანე 4 მმ, ხოლო ელექტროდების სიგრძე 1,5 მმ. მოწყობილობა გავლენას არ ახდენს ცერებრალური ქერქის ან იმპლანტის მახლობლად მდებარე ნეირონების ფუნქციონირებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system