თავში

ვაქცინირებული ორსულები ანტისხეულებს ჩვილებს გადასცემენ - Bloomberg

ვაქცინირებული ორსულები ანტისხეულებს ჩვილებს გადასცემენ - Bloomberg
ვაქცინირებული ორსულები ანტისხეულებს ჩვილებს გადასცემენ - Bloomberg

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ორსული ქალები, რომლებიც Pfizer-ით ან Moderna–თი არიან ვაქცინირებულები,ჩვილებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს გადასცემენ. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

ამერიკულ მეან-გინეკოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაში, ამერიკელმა მეცნიერებმა შეაფასეს აქვს თუ არა ნაყოფს კორონავირუსზე იმუნიტეტი, თუკი დედა ორსულობის დროს აიცრა.

კვლევაში მონაწილე 36-ვე ჩვილს COVID-19–ის საწინააღმდეგო ანტისხეულები ჰქონდა. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ მათი მშობლები ორსულობის დროს  mRNA ვაქცინით აიცრნენ. ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, mRNA ვაქცინები ასწავლიან უჯრედებს, შექმნან ცილა, რომელიც იწვევს იმუნურ პასუხს ინფიცირების შემთხვევაში.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მონაცემებით, აშშ-ში 18-49 წლის ორსული ქალების მხოლოდ 30 პროცენტია აცრილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system