თავში

ვანგას წინასწარმეტყველება 22.02.2020-სთვის

ვანგას წინასწარმეტყველება 22.02.2020-სთვის
ვანგას წინასწარმეტყველება 22.02.2020-სთვის

ბულგარელი ნათელმხილველი ვანგა 20 წელზე მეტია, რაც გარდაიცვალა, მაგრამ მისი წინასწარმეტყველებები კვლავ დიდ ინტერესს იწვევს და ხშირად მწვავე დისკუსიის საგანიც ხდება.

ვანგას წინასწარმეტყველების თანახმად, 2020 წლის 22 თებერვალს, მაშინ, როდესაც ხუთი 2-იანი ერთად მოიყრის თავს, დედამიწას „დიდი სხეული“ მოუახლოვდება, რის შედეგადაც კატაკლიზმების რაოდენობა მოიმატებს. ამასთან NASA-ს განცხადებით დედამიწას მეტეორი N163373 უახლოვდება.

წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ „დიდი სხეული“ ოკეანეში დაცემის შემდეგ წყლით დაიფარება რამდენიმე ქვეყანა, ხოლო დედამიწაზე ატომური ზამთარი დაისადგურებს.

NASA-ს განცხადებით, დედამიწას დიდი ზომის მეტეორი N163373 მოუახლოვდება, რომლის დიამეტრიც 1 კმ. ხოლო წონა 1,5 მილიარდი ტონაა. მეტეორი დედამიწის ორბიტას დღეს მოუახლოვდება და გვერდით ჩაუვლის.

ვანგას წინასწარმეტყველებაში დასახელებული თარიღი არ ემთხვევა NASA-ს ცნობას, თუმცა მათ შორის შესაძლოა დამთხვევაც დავინახოთ. მართალია მეტეორი დედამიწას გვერდს აუვლის, თუმცა მზის ქარის გამო, რომელსაც ციური სხეულის 1200 კმ/სთ სიჩქარით აჩქარება შეუძლია, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. თუ მეტეორი, დედამიწასთან იმაზე ახლოს ჩაივლის, ვიდრე ეს NASA-ს ცნობით არის მოსალოდნელი, ეს ძლიერ მიწისძვრებსა და ცუნამს გამოიწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system