თავში

ვიაგრა, შესაძლოა, ალცჰაიმერის პრევენციისთვის გამოიყენონ - კვლევა

ვიაგრა, შესაძლოა, ალცჰაიმერის პრევენციისთვის გამოიყენონ - კვლევა
ვიაგრა, შესაძლოა, ალცჰაიმერის პრევენციისთვის გამოიყენონ - კვლევა

აშშ-ის კლივლენდის კლინიკის მეცნიერმა, ფეიქსონ ჩენგმა კვლევებით დაადგინა, რომ ვიაგრა ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ალბათობას ამცირებს. შესაბამისი კვლევა გამოცემა New Atlas-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერი ალცჰაიმერის არსებული მედიკამენტების სკრინინგის ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებას შეუდგა.  მან ათასზე მეტი მედიკამენტი გამოცადა და ვიაგრა ერთადერთ აღმოჩნდა, რომელმაც ალცჰაიმერის  განვითარების რისკები შეამცირა. 

შვიდ მილიონზე მეტი ადამიანის სამედიცინო მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც ვიაგრას იყენებდნენ  ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ალბათობა  69%-ით ნაკლები იყო.

გარდა ამისა,  ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გასულ წელს დაადგინეს, რომ ვიაგრა ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ტოქსიკური ცილების დაგროვებას უშლის ხელს. 

თუმცა, მეცნიერების ნაწილი აცხადებს, რომ კვლევის შედეგები სიფრთხილით უნდა იქნას განხილული და ზუსტი პასუხის მისაღებად დამატებითი კლინიკური კვლევებია საჭირო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system