თავში

ვირუსის მუტაცია რა სირთულეს უქმნის ვაქცინის შექმნას

ვირუსის მუტაცია რა სირთულეს უქმნის ვაქცინის შექმნას
ვირუსის მუტაცია რა სირთულეს უქმნის ვაქცინის შექმნას

სხვადასხვა მედიასაშუალებებში ხშირად ჩნდება ინფორმაცია, რომ "ახალი კორონავირუსი" მუტაციას განიცდის და შესაძლოა, ვაქცინაზე მუშაობა უშედეგოც კი აღმოჩნდეს, რადგან შეცვლილ ვირუსს ვაქცინის კომბინაცია ვეღარ მოერევა. შიში პანდემიისა და საყოველთაო კარანტინის პირობებში ბუნებრივია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სავსებით შესაძლებელია, რომ პროცესების ასეთი განვითარების მეცნიერული საფუძველი პრაქტიკულად არ არსებობდეს.

კორონავირუსი მუტაციას ნამდვილად განიცდის, თუმცა შიში იმის შესახებ, რომ შედეგად ის უფრო მომაკვდინებელი და სწრაფად გავრცელებადი გახდება, პრაქტიკულად უსაფუძვლოა. ვირუსების ბუნება მუტაციისკენ მიდრეკილი ნამდვილად არის და არსებობს შანსიც, რომ ის უფრო სახიფათო გახდება, თუმცა, ეს შანსი მიზერულია და საზოგადოებაში გაჩენილი შიში, ძირითადად პოპკულტურის შედევრებით არის ნასაზრდოები. ადამიანები დიდი ხანია ეკრანებზე ადევნებენ თვალს, "სანეცნიერო ფანტასტიკის" ჟანრის ფილმებს, სადაც ნაჩვენებია როგორ განიცდის ვირუსი მუტაციას და ანადგურებს სამყაროს. 

ჟურნალ Nature-ს სტატიაში ვკითხულობთ, რომ მუტაცია ვირუსის გავრცელების დროს ბუნებრივი მოვლენაა და დრამატულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ასეთ დროს, საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელება და იმის თქმა, თითქოს მუტაცია სწრაფად ხდება და ვირუსი დამანგრეველ ძალებს იძენს, არანაკლებ საზიანოა ვიდრე თავად პანდემია. 

საჭიროა ადამიანებს ესმოდეთ თუ როგორ ხდება ვირუსის მუტაცია. იგი საკუთარი გენური აგებულების ასლს ქმნის. ანუ, ვირუსი საკუთარი თავის რეპლიკაციას ახდენს. რნმ-პოლიმერაზა გახლავთ ერთობლივი კოპირების მანქანა, რომლითაც ვირუსი საკუთარი თავის ზუსტ ასლებს ქმნის, თუმცა განსხვავება ასლის გადამღებ მანქანასთან შედარებით ის არის, რომ რნმ-პოლიმერაზა ამ პროცესში ბევრ შეცდომას უშვებს. 

მიღებული ვირუსის გენომის ასლი, როგორც წესი, შემთხვევითობების ასევე შემთხვევით კომბინაციას წარმოადგენს, რომელსაც მუტაციას ვუწოდებთ. მუტაციის ზოგიერთი ფაზა ვირუსზე არანაირ გავლენას არ ახდენს და ამიტომ ასეთ პროცესს "ნეიტრალურ მუტაციას" უწოდებენ. მეტიც, არის იმის შანსიც, რომ მუტაციამ ვირუსი მისი კოპირების მცდელობისთანავე შემთხვევით "მოკლას". ზოგ მუტაციას ნამდვილად შეუძლია ვირუსის მდგრადობის ნაწილობრივი გაზრდა. თუმცა, მიკრობიოლოგთა აზრით, ამის შანსები მინიმალურია. 

Washingtonpost-ის სტატიაში ვკითხულობთ რომ covid-19 ნამდვილად განიცდის მუტაციას, თუმცა ეს პროცესი არ არის იმდენად სწრაფი, რომ ვაქცინის ვარგისიანობას საფრთხე შეუქმნას. სტატიაში ნათქვამია რომ 2019 წელს ვუჰანში აღმოჩენილ შტამსა და აშშ-ში დაფიქსირებულ შტამებს შორის სულ 10-მდე გენეტიკური სხვაობაა ნაჩვენები, რაც მუტირების საკმაოდ დაბალ ტემპზე მიუთითებს. ასე რომ ვაქცინა, რომლის შექმნაზეც 35 პრესტიჟული ორგანიზაცია მუშაობს, საკმაოდ ხანგრძლივად დაიცავს ადამიანებს "ახალი კორონავირუსისგან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system