თავში

ვუჰანიდან ანკარაში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ გამოუვლინდათ

ვუჰანიდან ანკარაში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი
ვუჰანიდან ანკარაში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ გამოუვლინდათ

ვუჰანიდან ანკარაში ევაკუირებულ მოქალაქეებს კორონავირუსი არ გამოუვლინდათ. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ განაცხადა. მისი თქმით, პირველადი ტესტის შედეგები საჯაროა.

“18 პაციენტს უკვე ჩაუტარდა ე.წ. სწრაფი ტესტი, შედეგები კი უარყოფითი აღმოჩნდა. ნიმუშები აღებულია სხვა შემთხვევებშიც და საბოლოო პასუხი, სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი. შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია 14 დღიანი საკარანტინო პერიოდის შემცირებაც. ჩვენ არ გვქონია თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსისშემთხვევები და მოქალაქეებს პანიკის საფუძველი არ აქვთ”,- განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

გუშინ, საქართველოს სამი მოქალაქე ვუჰანიდან თურქეთში გადაიყვანეს. თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ანკარაში ღამით დაეშვა. 

ბოლო მონაცემებით, ჩინეთსა და ფილიპინებზე კორონავირუსის შედეგად 305 ადამიანი გარდაიცვალა, საერთო ჯამში, 14 411 ადამიანი დაინფიცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system