საქართველოს ორ მოქალაქეს ვუჰანიდან საფრანგეთში გადაიყვანენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. ევაკუაცას ფრანგული მხარე ახორციელებს.
ჩინეთიდან გამოყვანილი მოქალაქეები საკარანტინო პერიოდს სამედიცინო დაწესებულებებში გაივლიან, რის შემდეგაც საქართველოში გამოემგზავრებიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საფრანგეთს მადლობა გადაუხადა.
„მაშინ, როდესაც სასიკვდილო ვირუსი საზღვრებს მიღმ ავრცელდება, ერთადერთი გზა, რომლითაც მსოფლიო მის გავრცელებას შეაჩერებს, ერთად დგომაა“, - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.
Thank you to #France for evacuating 2 Georgian nationals from coronavirus-hit #Wuhan in China. As the deadly virus continues to cross the borders, the only way the world can stop the outbreak is by standing together. @francediplo_EN
— David Zalkaliani (@DZalkaliani) February 2, 2020
გუშინ, საქართველოს სამი მოქალაქე ვუჰანიდან თურქეთში გადაიყვანეს. თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ანკარაში ღამით დაეშვა.