თავში

WhatsApp შეტყობინებების გადაგზავნას ზღუდავს

WhatsApp შეტყობინებების გადაგზავნას ზღუდავს
WhatsApp შეტყობინებების გადაგზავნას ზღუდავს

ყალბი ახალი ამბების გავრცელების შესაფერხებლად, WhatsApp ახალ შეზღუდვებს აწესებს. ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ქსელში გააქტიურდნენ მომხმარებლები, რომლებსაც ადამიანები შეცდომაში განზრახ შეჰყავთ. მათ წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი წესის მიხედვით, აპლიკაციის მომხმარებელს აღარ ექნება უფლება გადაგზავნოს მიღებული წერილი ერთზე მეტ ადრესატთან, თუ ის მანამდე კიდევ მინიმუმ ხუთ მომხმარებელთანაა გაგზავნილი.

უფრო მარტივი აღქმისათვის: თუ ერთმა მომხმარებელმა 5-ზე მეტ ადრესატს გაუგზავნა შეტყობინება, მის მიმღებებს ექნებათ საშუალება ერთჯერადად მხოლოდ ერთ ადამიანთან გადაგზავნონ ის. რაც გულისხმობს იმას, რომ თუ წერილის ადრესატს რამდენიმე მომხმარებელთან მოუნდება მისი გაგზავნა, ამის გაკეთება ცალ-ცალკე მოუხდება.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ სურთ შეზღუდონ ქსელში ისეთი ყალბი ამბების გავრცელება, როგორიცაა, მაგალითად კორონავირუსის პანდემიის 5G ქსელთან კავშირი. ამის შესახებ ინფორმაცია სწორედ WhatsApp-ის საშუალებით გავრცელდა რამდენიმე დღის წინ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system