თავში

ზალდასტანიშვილი: ლაბორატორიაში ნანახია რამდენიმე ატიპური შემთხვევა

ზალდასტანიშვილი: ლაბორატორიაში ნანახია რამდენიმე ატიპური შემთხვევა
ზალდასტანიშვილი: ლაბორატორიაში ნანახია რამდენიმე ატიპური შემთხვევა

"ლაბორატორიაში ნანახია რამდენიმე შემთხვევა და მათი გენეტიკური ანალიზი კეთდება. ლაბორატორიამ ნახა, როცა იშიფრებოდა რაღაც ატიპიური და განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე იყო ცნობილი და ამიტომ იქნა საეჭვოდ მიჩნეული", - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ზალდასტანიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ჯერ დადასტურებული არ არის, აღმოჩენილია თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი

"რაღაც ისეთი ინახა, რაც არ ჰგავდა აქამდე არსებულს. ალბათ ხვალ-ზეგ უკვე გვეცოდინება, არის თუ არა ეს ის ახალი შტამი. თუ დამტკიცდა, რომ ეს ის ახალი შტამია, უნდა ველოდოთ ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გამრავლებას. როგორია ვირუსი, ეს ჯერჯერობით არ არის ცნობილი", - განაცხადა ზალდასტანიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system