თავში

ზურა ჯაფარიძე 31 დეკემბერს საჯარო დაბადების დღეს იხდის

ზურა ჯაფარიძე 31 დეკემბერს საჯარო დაბადების დღეს იხდის
ზურა ჯაფარიძე 31 დეკემბერს საჯარო დაბადების დღეს იხდის

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურა ჯაფარიძე 31 დეკემბერს საჯარო დაბადების დღეს გადაიხდის. შესაბამისი "ივენთი" მან Facebook-ზე შექმნა. 

"1 დეკემბრის ღამეს ჩვენს ქალაქში პრაქტიკულად არსად არაფერი ხდება. არადა, გარდა იმისა, რომ ახალი წელია, 31-ში დავიბადე, 23.45-ზე, 1 იანვარი მიწერია დაბადების მოწმობაში. რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო, ქვეყანა გაყინულია და არ იცით როგორ გაერთოთ ახალი წლის ღამეს: გეპატიჟებით ჩემს დაბადების დღეზე", - წერს ჯაფარიძე. 

მისი თქმით, ღამის განმავლობაში არაერთი ცნობილი ელექტრონული მუსიკის არტისტი დაუკრავს. 

"მინდა, რომ ბევრნი მესტუმროთ, ყველამ ვეცადოთ დავიცვათ კოვიდპანდემიის პირობებში რეკომენდებული უსაფრთხოების წესები. გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ბევრ ჯანმრთელობას". – წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, მიღებული რეგულაციების მიხედვით, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system