თავში

1 იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო იფუნქციონირებს

1 იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო იფუნქციონირებს
1 იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო იფუნქციონირებს

პირველი იანვრიდან ფუნქციონირებას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო დაიწყებს. სააგენტოს პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გახსნა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მოსახლეობის აქტიური დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტია.

სააგენტოს პრეზენტაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გამართა. მისი თქმით, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გააგრძელებს არსებული დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების განხორციელებას, რაშიც შედის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა, ამავე დროს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ს დაემატება ახალი ფუნქციები და გაიზრდება ეფექტურობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system