თავში

1 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

1 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
1 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 1-ელ ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ქვემო ლისის, მარიჯანის, ზარწემის, ალექსანდრე ბანძელაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ფერმწერთა, ავთო ვარაზის და ნინო ზაალიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ახოსპირელის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას და იუნკერ მიხეილ იოსელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გიორგი წერეთლის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system