თავში

1-ლი თებერვლიდან კლინიკებში მულტიპროფილური სერვისების მიწოდება განახლდება

1-ლი თებერვლიდან კლინიკებში მულტიპროფილური სერვისების მიწოდება განახლდება

პარასკევს ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ნაწილს გაუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ 1-ელი თებერვლიდან ისინი დაუბრუნდნენ მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას, რაც ასევე, მნიშვნელოვანია , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის მართვისთვის განკუთვნილი 3000-მდე საწოლია თავისუფალი.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჰოსპიტალურ სექტორში კოვიდდადასტურებული 3710 პაციენტი მკურნალობს.

„ამ მომენტისთვის 3000-მდე საწოლია თავისუფალი. კოვიდდადასტურებული 3710 პაციენტი იტარებს მკურნალობას. აქედან 798 არის ჟანგბადდამოკიდებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 230 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. კარგია, რომ ინტენსიური და რეანიმაციული პაციენტების რაოდენობა შემთხვევების კლებასთან ერთად, იკლებს. ასევე, შემცირდა პაციენტების რაოდენობა კოვიდსასტუმროებში. 634 კოვიდდადასტურებული პაციენტი იტარებს სასტუმროში მკურნალობას. პარასკევს ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ნაწილს გაუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ 1-ელი თებერვლიდან ისინი დაუბრუნდნენ მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას, რაც ასევე, მნიშვნელოვანია. დაახლოებით 350 საწოლი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. თებერვალში დარჩება საკმარისი საწოლფონდი იმისთვის, რომ მობილიზაციის შესაფერისი ხარისხი შენარჩუნდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system