თავში

10 მაისის ამინდის პროგნოზი

10 მაისის ამინდის პროგნოზი
10 მაისის ამინდის პროგნოზი

10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა, შესაძლებელია სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თბილისში ღამით +11 გრადუსი იქნება, დღისით კი წვიმა და +18 გრადუსი.

ბათუმში იწვიმებს, ღამით +13, დღისით კი +17 გრადუსი იქნება. წვიმაა ზუგდიდში, სადაც ღამით +8, დღისით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ქუთაისში კი ღამით +11, დღისით + 17 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი.

თელავში, ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი +18 გრადუსი და წვიმა იქნება. +11 გრადუსი და წვიმა იქნება ღამით ლაგოდეხში, დღისით კი + 18. სიღნაღში ღამით +11, დღისით კი +19 გრადუსი და წვიმა იქნება.

მესტიაში ტემპერატურა ღამით +6 გრადუსამდე დაეცემა, დღისით +12 გრადუსი სითბო და წვიმა იქნება. ცაგერში ღამით +8 გრადუსი, დღისით კი +15 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი. +5 გრადუსია მოსალოდნელი ბახმაროში ღამით, დღისით კი წვიმა და +11 გრადუსი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system