თავში

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა
10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ღვაწლმოსილ ადამიანებს მათი პროფესიული დღე მიულოცეს და დააჯილდოვეს

კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა. მან ენერგეტიკის სექტორში შეტანილი წვლილისთვის ვეტერან ენერგეტიკოსებს მადლობის სიგელები გადასცა

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სალომე ვარდიაშვილი. მან ენერგეტიკოსის დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართულნი არიან ენერგეტიკის დარგის მშენებლობასა და განვითარებაში.

შეგახსენებთ, რომ ენერგოომბუდსმენის სამსახური წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მყარ გარანტს და მისი საქმიანობა ემსახურება თითოეული მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებას.

ენერგოომბუდსმენის სამსახური აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system