თავში

10 წლის ჰაჯარ იუსიპოვამ ილჰამ ალიევს წერილი გაუგზავნა

10 წლის ჰაჯარ იუსიპოვამ ილჰამ ალიევს წერილი გაუგზავნა
10 წლის ჰაჯარ იუსიპოვამ ილჰამ ალიევს წერილი გაუგზავნა

10 წლის საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა გოგონამ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს წერილი გაუგზავნა.

"მე ჰაჯარი მქვია და 10 წლის ვარ. ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარხართ.

გმირ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს ცოტაოდენ თანხას ვუგზავნი....

ერთად ძლიერები ვართ! ყარაბაღი აზერბაიჯანია!” - ეს სიტყვები მარნეულის რაიონის სოფელ იუხარი სარალის მკვიდრს,  ჰაჯარ იუსიპოვას ეკუთვნის.

წერილთან ერთად, გოგონამ, აზერბაიჯანის არმიის მხარდასაჭერად, 45 ლარი გაგზავნა. ჰაჯარის თქმით აღნიშნული თანხა, ბებიის დახმარებით, მან თავად მოაგროვა. 

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი  იუსიპოვების ოჯახს ეწვია. ელჩმა ჰაჯარსა და მის  ტყუპ და-ძმას ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა.  გულიევმა პირობა დადო, რომ ჰაჯარს ყარაბაღსა და შუშაში წაიყვანს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system