თავში

"10 წლის შემდეგ რთული გასარკვევია, იყო თუ არა ძალადობა, ვინ როგორ გამოიყენა" - ელისო ბოლქვაძე

"10 წლის შემდეგ რთული გასარკვევია, იყო თუ არა ძალადობა, ვინ როგორ გამოიყენა" - ელისო ბოლქვაძე
10 წლის შემდეგ რთული გასარკვევია, იყო თუ არა ძალადობა, ვინ როგორ გამოიყენა - ელისო ბოლქვაძე

"როცა 10 წლის შემდეგ ისეთ რაღაცას იტყვი, რასაც ვერ დაამტკიცებ - რთული გასარკვევია, იყო თუ არა ძალადობა და ეს ვინ როგორ გამოიყენა", -ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიმართ ძალადობის თემის კომენტირებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ჰქონდა თუ არა ყოფილი მეუღლის მხრიდან მაყაშვილის მიმართ ძალადობას ადგილი, ეს საკითხი შესასწავლია.

"ძალადობა არის ცალსახად დასაგმობი, მაგრამ ეს იყო ძალადობა, არ იყო ძალადობა, ვინ როგორ გამოიყენა, ეს არის შესასწავლი თემა", – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ცნობისთვის, გადაცემა ,,ფარულ კონვერტში" მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა.

ბესო ზანგური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

საჯარო განცხადების შემდეგ მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ბესო ზანგური "რუსთაველის თეატრის" მსახიობია. თეატრმა მაყაშვილის ინტერვიუს შემდეგ მოკლე განცხადება გაავრცელა და ძალადობა დაგმო, თუმცა მსახიობი თეატრში დატოვა. მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა. მან ბესო ზანგურის მხარდამჭერი რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

მომხდარის შემდეგ ბესო ზანგურს გაემიჯნა მისი სასცენო პარტნიორი, რუსთაველის თეატრის მსახიობი თამთა ინაშვილმა, როგორც ინაშვილმა განაცხადა, ის აღარ აპირებს ზანგურთან ერთად ერთ სცენაზე დგომას.

მოგვიანებით ზანგური ძალადობაში კიდევ ერთმა კოლეგამ დაადანაშაულა. რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიდი ხნის თეატრალურ უნივერსიტეტში ნახა, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდა ბესო ზანგური შეყვარებულს.

ამის შემდეგ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა რუსთაველის თეატრმა , სადაც აღნიშნულია, რომ იმ სპექტაკლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც ბესო ზანგური თამაშობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system