თავში

,,100 ლარზე მეტი ღირდა ერთი კოლოფი დანამატი, რომელიც არაფერს აკეთებს"- ზაზა თელია

,,100 ლარზე მეტი ღირდა ერთი კოლოფი დანამატი, რომელიც არაფერს აკეთებს"- ზაზა თელია
,,100 ლარზე მეტი ღირდა ერთი კოლოფი დანამატი, რომელიც არაფერს აკეთებს- ზაზა თელია

ცნობილი ექიმი, დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში კოლაგენის შემცველი საკვები დანამატების შესახებ წერს. 

მისი თქმით, კოლაგენის დანამატები არ არის საუკეთესო არჩევანი და უფრო მეტიც, ეს წყალში გადაყრილია ფულია.

ექიმი კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებისათვის საზოგადოებას რჩევებსაც აძლევს.

,,ბოლო პერიოდია პოპულარული გახდა კოლაგენის შემცველი საკვები დანამატების მიღება, განსაკუთრებით ქალებში. ისინი ამ დანამატს მოიხმარენ იმ მიზეზით, რომ საზოგადოებაში ცნობილია მითი, რომ კოლაგენის დანამატის სახით მიღება დადებით ზეგავლენას ახდენს კანის სტრუქტურაზე, კერძოდ ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, ხელს უწყობს კანის ელასტიურობასა და ჰიდრატაციას.

კოლაგენის დანამატები არ არის საუკეთესო არჩევანი თუ თქვენ გსურთ გააუმჯობესოდ კანის შეხედულება და ეს წყალში გადაყრილია ფულია. ჯერჯერობით სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს იმის თაობაზე, რომ კოლაგენის დანამატის სახით მიღება რაიმე დადებით ზეგავლენას ახდენს კანზე, მეტიც მათი უსაფრთხოებაც არ არის შესწავლილი.

სულ რამოდენიმე პატარა კვლევა სწავლობდა კოლაგენის ეფექტს კანის სტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, და ყველა ეს კვლევა დაფინანსებული გახლდათ კოლაგენის დანამატის მწარმოებელი კომპანიების მიერ - ინტერესთა კონფლიქტი, ტენდენციურობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ სამწუხაროდ საკვები დანამატების ინდუსტრია არარეგულირებადია და ხშირად გვხვდება არასწორი ეტიკეტირება და დაბინძურება. 

საუკეთესო გზა კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებისათვის შემდეგია:

1. თამბაქოზე უარის თქმა, მეორეხელით მოწევის პრევენცია;

2. გარუჯვისგან თავის შეკავება, მზისდამცავის რუტინული, სისტემატიური გამოყენება (SPF30+, UVA+UVB);

3. ჰიდრატაცია (წყლის მიღება ყოველდღიურად, მინიმუმ 1.9 ლიტრი დღეში);

4. ადგილობრივი რეტინოიდების გამოყენება, რომლებიც ნაოჭების საწინააღმდეგოა, კერატოლიტიურია (კანის მკვდარი უჯრედების მოშორება);

5. დამატენიანებელი საშუალებების სწორი შერჩევა შემადგენლობის მიხედვით და გამოყენება - უფრო ძვირი არ არის უკეთესი, სამედიცინო ხაზის პროდუქციაზე არჩევანის გაკეთება, ვიდრე კოსმეტიკურ ხაზზე.

P.S გუშინ აფთიაქში შევედი და თვალში მომხვდა - 100 ლარზე მეტი ღირდა ერთი კოლოფი - დანამატი, რომელიც არაფერს არ აკეთებს", - წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system