თავში

100-მდე მუსლიმი იმამი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა - PHOTO

100-მდე მუსლიმი იმამი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა - PHOTO
100-მდე მუსლიმი იმამი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა - PHOTO

100-მდე მუსლიმი იმამი, თეოლოგი, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროცესს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი ესწრებოდნენ.

"რელიგიურ ლიდერებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აცრა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალთან ერთად იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ჩაუტარა.

დღეს მორიგი შეხვედრა მუსლიმანური რელიგიის ლიდერებთან, სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გაიმართა და COVID-19-ის, ვაქცინაციის მნიშვნელობის და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ორგანიზებით ჩატარდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system