თავში

1000-კაციანი წვეულება - გაჩნდება თუ არა რესტორნების კლასტერი თბილისში

1000-კაციანი წვეულება - გაჩნდება თუ არა რესტორნების კლასტერი თბილისში
1000-კაციანი წვეულება - გაჩნდება თუ არა რესტორნების კლასტერი თბილისში

კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო, რესტორან "რესპუბლიკის" ნაწილი დაიკეტა. ადგილზე ელოდებიან ეპიდემიოლოგებს. რესტორნის მენეჯერის ინფორმაციით, COVID-19-ის დამახასიათებელი სიმპტომები ერთ-ერთ თანამშრომელს გამოუვლინდა და ახლა ტესტირების პასუხებს ელოდებიან. მენეჯერის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამშრომელს კონტაქტი ჰქონდა, როგორც კლიენტებთან, ისე თანამშრომლებთან, თუმცა მისივე განმარტებით, რესტორანი წესებიას სრული დაცვით მუშაობდა. 

დაზღვევის მიზნით ტესტი ჩაუტარდა რესტორნის ყველა თანამშრომელს. 

PCR ტესტის პასუხს ელოდებიან კლუბ რესტორან "ცისკარშიც". კუს ტბაზე, ღია სივრცეში განლაგებულ კლუბში, სადაც მასშტაბური ღონისძიება პარასკევს გაიმართა, საეჭვო სიმპტომები ერთ-ერთ სტუმარს გამოუვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებაზე 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაწესებულებაში ვირუსის გავრცელების საფრთხეს გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ყველა თანამშრომელი უსაფრთხოდ არის. 

რამდენიმე წუთის წინ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ თბილისში, ფართომასშტაბიან ქორწილში 5 ჯგუფური შემთხვევა დადასტურდა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system