თავში

1038 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

1038 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა
1038 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

20 305 აქტიური ინფიცირების შემთხვევიდან 1038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, - -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 466 პირი სასუნთ აპარატზე იმყოფება. 

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 305. მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -2 798, აჭარაში-991, იმერეთში-1 240. 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 038 პირი, მათ შორის, თბილისში-488, აჭარაში -165, იმერეთში-217. 

მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-221, აჭარაში-122, იმერეთში-39. 

3 857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282- თბილისში, 2 023-აჭარაში, 270-იმერეთში. 10 065 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 216 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 135 584-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 937 პაციენტი და საერთო რაოდენობა 113 986-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 37 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 267 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system