თავში

1070 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

1070 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა
1070 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

ინფიცირების 24 249 აქტიური შემთხვევიდან, 1070 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მართვით სუნთქვაზე 476 პირი იმყოფება. 

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349. მათ შორის, 6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 925, აჭარაში-1 025, იმერეთში-1 267.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის, თბილისში-491, აჭარაში-155, იმერეთში-247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი, მათგან თბილისში-214, აჭარაში-117, იმერეთში-45. 3 899 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 277- თბილისში, 2 022-აჭარაში, 343-იმერეთში. 13 779 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 068 შემთხვევა გამოვლინდ და ინფიცირებულთა რაოდენობა 152 704-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 2 336 პაციენტი და საერთო რაოდენობა 126 904-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 38 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 425 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system