თავში

11 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

11 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ხერგიანის, მიქატაძის, ვართაგავას და სანდრო კანდელაკის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის, ბესიკ გეთიას, ჯანელიძის, არსენ იყალთოელის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system