თავში

11 კაციანი ჯგუფიდან ხუთი გარდაიცვალა, 6 ადამიანი კი იპოვეს - გიორგი კანაშვილი

11 კაციანი ჯგუფიდან ხუთი გარდაიცვალა, 6 ადამიანი კი იპოვეს - გიორგი კანაშვილი
11 კაციანი ჯგუფიდან ხუთი გარდაიცვალა, 6 ადამიანი კი იპოვეს - გიორგი კანაშვილი

ოკუპირებულ გალში დაკარგული ექვსი ადამიანი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას კონფლიქტოლოი გიორგი კანაშვილი ავრცელებს. 

კანაშვილის თქმით, ოკუპირებული გალიდან სულ 11 ადამიანი ცდილობდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, თუმცა, მათგან ხუთი ადამიანი დაიღუპა.

მისივე თქმით,  გარდაცვლილებს შორის არის ცოლ-ქმარი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები დარჩათ.

"კარგი ინფორმაცია არის ის, რომ ეს ექვსი დაკარგული ადამიანი იპოვეს და ცოცხლები არიან. სულ რამდენიმე წუთის წინ მომაწოდეს ეს ინფორმაცია გალიდან. ეს იყო 11 კაციანი ჯგუფი, რომელსაც უნდოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენ მხარეს გადმოსვლა და მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, ენგური იცვლის ხოლმე კალაპოტს და ხუთი ადამიანი არის გარდაცვლილი, მათ შორის ცოლ-ქმარი რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ძალიან მძიმე სიტუაციაა",- განაცხადა გიორგი კანაშვილმა "TV პირველთან საუბარში"

ცნობისთვის დღეს, დილით მდინარე ენგურმა რამდენიმე ადამიანის ცხედარი გამორიყა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილების გარდა კიდევ 6 პირი იყო დაკარგული. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ოკუპირებული ტერიტორიიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდნენ გადმოსვლას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system