თავში

11 მაისს თბილისში ელექტროენერგია შეიზღუდება

11 მაისს თბილისში ელექტროენერგია შეიზღუდება
11 მაისს თბილისში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო 11 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ცისკარიშვილის (ნაწილობრივ), რევაზ მამისაშვილის, ნაკადულის, დადიანის, ქინძმარაულის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, დიმიტრი გულიას, გულუას, ისპაჰანლის, იოსებ გრიშაშვილის, შოთა ნიშნიანიძის და დიდი ხეივნის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის და ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system