თავში

11 პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია - რას აცხადებენ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში

11 პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია - რას აცხადებენ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში
11 პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია - რას აცხადებენ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში

11 პაციენტის ანალიზების პასუხი, რომელიც დღეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღეს, უარყოფითია – ახალი კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, პაციენტებს საჭიროების მიხედვით მიეცემათ დანიშნულება, ნაწილი კი – სახლში გაეწერება.

გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში საქართველოს ერთი მოქალაქე მიიყვანეს, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოვიდა. მას ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის სინჯებს დღეს აუღებენ.

ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system