თავში

110 შემთხვევა რეალური არ არის - გამყრელიძე

110 შემთხვევა რეალური არ არის - გამყრელიძე
110 შემთხვევა რეალური არ არის - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკაზე და ტესტირებების დადებითობის მაჩვენებელზე ისაუბრა. 

მისი თქმით, შემთხვევების კლებასთან დაკავშირებით, ტენდენცია დადებითია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. რაც შეეხება ბოლო 24 საათში დადასტურებულ 110 შემთხვევას, გამყრელიძის განმარტებით, ეს რიცხვი რეალური არ არის, რადგან შაბათ-კვირას ტესტირების რაოდენობა მცირდება. 

"საქართველოში ჩვენ დღეს გვაქვს 110 ახალი შემთხვევა, ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველი არ არის, იმიტომ, რომ ეს არის 5 000 ჩატარებული ტესტიდან.

მოგეხსენებათ, შაბათ-კვირას ტესტირების რაოდენობა კლებულობს ხოლმე, ზოგადად, მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში, ამიტომ ეს 110 შემთხვევა, რა თქმა უნდა, არ არის რეალური ქვეყანაში ინფექციის გავრცელების. თუმცა, ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია ახალი შემთხვევების კლებასთან მიმართებაში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system