თავში

115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა
115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა.  ამის შესახებ report.ge-ს დევნილთა სამინისტროდან აცნობეს. 

მათი ცნობით, დევნილებს უძრავი ქონება შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებსა და თბილისში დაუკანონდათ.

იძულებით გადაადგილებულიოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი, დევნილებსშესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ.

მიმდინარე წლის ბოლომდე, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართიკიდევ 1000-მდედევნილ ოჯახს დაუკანონდება. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში კი, 2000-მდეიძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, 21 000-მდე დევნილიოჯახი განსახლდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system