
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 140 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 42 პაციენტი რჩება.