თავში

12 სკოლა, სადაც დამატებითი არდადეგები გამოცხადდება

12 სკოლა, სადაც დამატებითი არდადეგები გამოცხადდება
12 სკოლა, სადაც დამატებითი არდადეგები გამოცხადდება

მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით, 2019 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება. განათლების სამინისტროს ცნობით, გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

12 სკოლა, სადაც დამატებითი არდადეგები ცხადდება: 

  • თბილისის N147 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • თბილისის N117 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • თბილისის N175 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა (Vვ კლასი და VI- XII კლასები (რუსთაველის ქ. N127);
  • ბათუმის N10 საჯარო სკოლა (V-XII კლასები);
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • ახალციხის N1 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • თელავის N8 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);

მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩატარება ნოემბერში ტარდება.

"სწორედ ამ მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს მასშტაბით,12 საჯარო სკოლა განსაზღვრა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება წინამოსამზადებელი სამუშაოები და გამოცდის/ტესტირების შეუფერხებლად ჩატარება" - აცხადებს სამინისტრო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system