თავში

12 თებერვალს ძლიერი ყინვა და ნალექია მოსალოდნელი

12 თებერვალს ძლიერი ყინვა და ნალექია მოსალოდნელი
12 თებერვალს ძლიერი ყინვა და ნალექია მოსალოდნელი

12 თებერვალს საქართველოში დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

თბილისში ღამით - 6, დღისით კი +7 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი.

ბათუმში ღამით 0, დღისით +7 გრადუსი და წვიმა იქნება. ზუგდიდში ღამით -3, დღისით +7 გრადუსია ნავარაუდევი. ყინვაა მოსალოდნელი ქუთაისშიც, სადაც ღამით -2, დღისით კი +6 გრადუსი და ნალექი იქნება.

თელავში ჰაერის ტემპერატურა ღამით -5 გრადუსამდე დაეცემა, დღისით +7 გრადუსი იქნება. -4 გრადუსი იქნება ღამით ლაგოდეხშიც, დღისით კი +9. სიღნაღში ღამით -5, დღისით კი +6 გრადუსი იქნება.

მესტიაში ტემპერატურა ღამით -22 გრადუსამდე დაეცემა, დღისით -4 გრადუსი და თოვლი იქნება. ცაგერში ღამით -8 გრადუსი, დღისით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. -20 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი ბახმაროში, დღისით კი -3 გრადუსი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system