თავში

12 წლის ბიჭი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, კომაშია

12 წლის ბიჭი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, კომაშია
12 წლის ბიჭი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, კომაშია

12 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც სამგზავრო მატარებელი დაეჯახა, მძიმეა. დაშავებული იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმ რეანიმატოლოგ მარინა ფირცხალავას თქმით, მოზარდი კომატოზურ მდგომარეობაშია. 

"ბავშვი შემოიყვანეს კომატოზურ მდგომარეობაში. ამ ეტაპზე იმყოფება მართვით სუნთქვაზე. შემოსვლისას კომა შეფასებულია 4-5 ქულით კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე. ამ დროისთვის ის არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, ახლა უმუშავდება ჭრილობები, მოგვიანებით გაკეთდება განმეორებითი საკომპიუტერო ტომოგრაფია, რომელიც გადაწყვეტს მკურნალობის შემდეგ ტაქტიკას. ხელებისა და სახის არეში აღენიშნება ექსკორიაცია, რომელიც საჭიროებს გეგმიურ დამუშავებას. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მძიმე " - განაცხცადა მარინა ფირცხაკავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system