თავში

13 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გავხდი - მიშა ანდღულაძე

13 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გავხდი - მიშა ანდღულაძე
13 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გავხდი - მიშა ანდღულაძე

ცნობილი პაროდისტი და „კომედი შოუს“ ერთ-ერთი ვეტერანი მსახიობი, მიშა ანდღულაძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში დღის სინათლეს იხილავს მისი პირველი რომანი, სადაც გარდა ავტობიოგრაფიული ეპიზოდების აღწერისა, ისეთ ინსტიტუციებს უპირისპირდება, როგორიცაა, მაგალითად, ეკლესია.

ამის შესახებ მსახიობი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს და არასრულწლოვნობის პერიოდში, მასზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას იხსენებს.

„ბავშვობაში მეც ვიყავი რიტუალური ცხოვრების მიმდევარი. აღსარებაც კი მაქვს ჩაბარებული მამა ბასილთან, რომელიც შემდეგ ჯვრით დასდევდა ადამიანებს. ერთ-ერთი აღსარება მოძალადე მოძღვართან მაქვს ჩაბარებული. თავადაც ვყოფილვარ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ეს ეპიზოდებიც აღწერილი მაქვს წიგნში. 13 წლის ვიყავი… ეს არ არის ერთადერთი ისტორია ამ ფაქტზე, მე მოვხვდი სტატისტიკაში.

წიგნი უკვე გამოსაცემად მზად არის. ველოდებით ლევან ბერძენიშვილის ანოტაციას, რაც ძალიან სასიხარული ამბავია ჩემთვის. რაც კი შეიძლება მესურვებინა ჩემი წიგნისთვის, ალბათ ყველაზე დიდი ლიტერატორის, ლევან ბერძენიშვილის რედაქტორობა იქნებოდა. ეს იგივეა, სიმღერა რომ ჩაწერო და ბიონსემ გაუკეთოს ანოტაცია" - ამბობს ანდღულაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system