თავში

13 წლის მოზარდს მდინარის ნაპირებზეც ეძებენ

13 წლის მოზარდს მდინარის ნაპირებზეც ეძებენ
13 წლის მოზარდს მდინარის ნაპირებზეც ეძებენ

მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგული 13 წლის ბიჭს 19 ივლისიდან დღემდე უშედეგოდ ეძებენ.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ძებნის პროცესში 45 მეხანძრე-მაშველი და ვერტმფრენია ჩართული. ტერიტორიის დათვალიერება ხორციელდება დრონების საშუალებითაც. მაშველები ასევე ინტენსიურად ამოწმებენ მდინარის ნაპირებს. 

ოჯახის ახლობელი აცხადებს, რომ ბავშვი კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და გამორიცხულია კვალი არეოდა, ამიტომ ისინი მოზარდის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად მდინარეში ჩავარდნასაც განიხილავენ

ცნობისთვის, მესტიაში 13 წლის ბიჭი 19 ივლისს დაიკარგა. მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

შეგახსენებთ, მესტიაში, დაკარგულ არასრულწლოვანს მესამე დღეა ეძებენ.

მოზარდი სახლიდან 18 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system