
13 წლის ილია ფილფანს შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც ეძებენ.
,,ვაგრძელებთ სამძებრო სამუშაოებს, ჩართულია ვერტმფრენი და დრონები, ვეძებთ სვანეთის ტერიტორიაზე და ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც," - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა Report.ge-ისთან.
შეგახსენებთ, მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის ბიჭს 19 ივლისიდან დღემდე უშედეგოდ ეძებენ.