თავში

14 დეკემბერს "ქართული ოცნება" აქციას მართავს

14 დეკემბერს "ქართული ოცნება" აქციას მართავს
14 დეკემბერს ქართული ოცნება აქციას მართავს

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციას გამართავს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა. 

“14 დეკემბერს, შაბათს ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს. ასევე გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და დესტრუქციული ქმედებებისგან,”-განაცხადა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system