თავში

14 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

14 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება
14 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 14 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კოსმონავტების სანაპიროს, კარალეთის და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, თეთრი ხევის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მუხაძის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაკურიანის, ბალანჩივაძეების, ჩიქოვანის და ლიხაურის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 8 მარტის, სარაჯიშვილის, ტარიელის, ცხემის, ბორბალოს, მესხის, რიწის და ძმები კაკაბაძეების ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system