თავში

14 წლის ლუკამ, ფსიქიატრიულში 1 თვე შესაბამისი სერვისის არ არსებობის გამო გაატარა

14 წლის ლუკამ, ფსიქიატრიულში 1 თვე შესაბამისი სერვისის არ
14 წლის ლუკამ, ფსიქიატრიულში 1 თვე შესაბამისი სერვისის არ არსებობის გამო გაატარა

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, 14 წლის ლუკა ფსიქიატრიული საავამდყოფოს დატოვებს, - ინფორმაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს. 

29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ ლუკას სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვა მთავრობისთვის პრიორიტეტად აქცია.

დღეს დაკმაყოფილდა ლუკას დედის მოთხოვნა და ბავშვისთვის ადეკვატური სარეაბილიტაციო სერვისის შექმნამდე ყოველ დღე, 12 საათის განმავლობაში მთავრობას ორი პერსონალური დამხმარის უზრუნველყოფა დაავალა.

14 წლის ბავშვი, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 2020 წლის 28 აგვისტოდან იმყოფება. ლუკას გამოკეტვის ერთადერთი მიზეზი საავადმყოფოს გარეთ, თემში, ადეკვატური სერვისის არქონა. ამ სარეაბილიტაციო სერვისის გარეშე ლუკას ოჯახი ვერ იცავდა ბავშვის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს, შესაბამისად, იძულებული გახდა, სასწრაფო დახმარება გამოეძახა მის გადასარჩენად, რომელმაც იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა, ვინაიდან არ მოიძებნა მისთვის სხვა ალტერნატიული სერვისი მთელ საქართველოში. ლუკა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განიცდიდა იზოლაციით და ოჯახისგან იძულებით დაშორებით გამოწვეულ ტანჯვას და უარს ამბობდა დედის გარეშე კვებაზე. დედა, ყველა უწყებას სთხოვდა დახმარებას ბავშვის გამოყვანაში და უარის მიღების შედეგად, იძულებული გახდა, მიემართა სასამართლოსთვის. სასამართლომ გაითვალისწინა ოჯახის და PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა: ლუკასთვის ადეკვატური სარეაბილიტაიცო სერვისის შექმნამდე, მთავრობას დაავალა, ოჯახისთვის გამოეყოთ ორი პერსონალური ასისტენტი, თერაპიული კვალიფიკაციით, 12 საათის განმავლობაში, უქმე დღეების ჩათვლით. სწორედ ამ დახმარების საფუძველზე შეძლებს ლუკა უახლოეს პერიოდში ფსიქიატრიული საავადმყოფოს დატოვებას და ოჯახში დაბრუნებას.

სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს დღემდე უპრეცედენტო შემთხვევას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, სიცოცხლის, უსაფრთხოების და თანასწორობის უფლების, თემში ცხოვრების შესაძლებლობის დაცვის მაგალითს.

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდებაპ როექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system