თავში

140 დევნილ ოჯახს წყალტუბოში ბინები გადაეცათ

140 დევნილ ოჯახს წყალტუბოში ბინები გადაეცათ
140 დევნილ ოჯახს წყალტუბოში ბინები გადაეცათ

კიდევ 140 დევნილი ოჯახი, წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში იცხოვრებს.

დევნილ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადასცეს.

„ძალიან მიხარია, გვაქვს საოცრად პოზიტიური და დადებითი დღე იმერეთში. შეგვიძლია, კიდევ ერთხელ ვიამაყოთ დევნილების სააგენტოსა და სხვა კოლეგა სამინისტროების მხრიდან და ქალბატონი მაია ცქიტიშვილის დიდი ძალისხმევით გვეძლევა საშუალება, მოგილოცოთ ახალმოსახლეობა და გავახაროთ 140 დევნილი ოჯახი, გადავცეთ ახალი საცხოვრებელი სახლი. არაერთხელ გვითქვამს, რომ დევნილი მოსახლეობა, ერთი მხრივ, არის ჩვენი დიდი ტკივილი. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გული გვწყდება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დღესდღეობით არის ოკუპირებული და ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია მშვიდობიანი მოლაპარაკებების, საქართველოს ეკონომიკური წინსვლის გზით, მოვახერხოთ და დავიბრუნოთ ყველა ეს ტერიტორია, ასევე მოვახერხოთ და დავიბრუნოთ თქვენი სახლ-კარი, მშობლიური ადგილ-მამული. მაგრამ ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ მდგომარეობაში შეგიქმნათ მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებელი პირობები, ისეთი საცხოვრებელი პირობები, რომელიც საქართველოს ყველა მოსახლეს და მოქალაქეს ეკუთვნის. გვერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა დევნილი ოჯახისთვის ხელმისაწვდომი იყოს ადეკვატური, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი პირობები. ნამდვილად, ჩვენი საკმაოდ დიდი მიღწევაა, რომ უკვე წელს, მიუხედავად პანდემიისა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არსებობს, მაინც არ ვანელებთ ტემპს და ვახერხებთ დევნილი მოსახლოებისთვის გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წყალტუბოში, დევნილებისთვის კიდევ 6 კორპუსი შენდება, სადაც ბინა, დამატებით, 420 ოჯახს გადაეცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system