თავში

15 დან 20 ათასამდე გარდაცვლილ თანამოქალაქეს მივიღებთ - კულუმბეგოვი

15 დან 20 ათასამდე გარდაცვლილ თანამოქალაქეს მივიღებთ - კულუმბეგოვი
15 დან 20 ათასამდე გარდაცვლილ თანამოქალაქეს მივიღებთ - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.  

"ბოლო კვირაში შემთხვევების კუმულაციური რაოდენობით საქართველო მოწინავეთა რიგებშია. ძირითადად სახელმწიფოთა უმრავლესობაში, მართალია ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში, ვიცით უკვე რა ზომებია მიღებული.

აქ როდემდე ველოდებით? პასუხი გვინდა ვიცოდეთ.

იმდენი ვიძახეთ მსოფლიოში ჩვენ ვმართავთ კოვიდს ყველაზე საუკეთესოდო, ერთი რამ ნამდვილად იკვეთება, საქართველო უდაოდ პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც “ჯოგური” იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ "დაასრულებს" პანდემიას. შვედებს უდაოდ შეშურდებათ ჩვენი.

შედეგად 15 დან 20 ათასამდე გარდაცვლილ ჩვენს თანამოქალაქეს მივიღებთ!" - წერს კულუმბეგოვი Facebook-ზე.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system