თავში

15 წლის ინფიცირებული გოგონა გვყავს მართვით სუნთქვაზე, კრიტიკულად ითვლება - ტურძელაძე

15 წლის ინფიცირებული გოგონა გვყავს მართვით სუნთქვაზე, კრიტიკულად ითვლება - ტურძელაძე
15 წლის ინფიცირებული გოგონა გვყავს მართვით სუნთქვაზე, კრიტიკულად ითვლება - ტურძელაძე

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული 100-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 11 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მათ შორისაა 15 წლის მოზარდი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

"დღეის მდგომარეობით გვყავს 99 ინფიცირებული პაციენტი, აქედან 11 რეანიმაციულ განყოფილებაშია, 4 კი ინტენსიურში. 70 პაციენტი არის საშუალო სიმძიმის, აქედან 2 ჩვილია. ერთი 15 წლის გოგონა გვყავს მძიმე შემთხვევით, სუნთქვის აპარატზეა. კრიტიკულად მძიმე პაციენტად ითვლება" – განაცხადა "ფორტუნასთან" საუბრისას ლალი ტურძელაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system