თავში

15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა

15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა
15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა

15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია report.ge-ს კლინიკის პრესსამსახურმა დაუდასტურა. პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დღეს მას გული გაუჩერდა. ექიმები 45 წუთის განმავლობაში ატარებდნენ სარეანიმაციო პროცედურებს, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობამდე პოლიციაში გამოკითხეს.  საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობა პოლიციის მხრიდან ზეწოლას უკავშირდებოდა. თუმცა ეს ინფორმაცია შსს-ში უარყვეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, მოზარდის გამოკითხვა მშობლების თანდასწრებით მოხდა და ის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system