თავში

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აღარ აინთება

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აღარ აინთება
15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აღარ აინთება

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აღარ აინთება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიამ ყველა სადღესასწაულო და საზეიმო ღონისძიება გააუქმა. 

„15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე. შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ არ აინთება“,- აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობამდე პოლიციაში გამოკითხეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობა პოლიციის მხრიდან ზეწოლას უკავშირდებოდა. თუმცა ეს ინფორმაცია შსს-ში უარყვეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, მოზარდის გამოკითხვა მშობლების თანდასწრებით მოხდა და ის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.

გუშინ კი, 15 წლის მოზარდის მიმართ განხორცილებული ზეწოლისა და ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system