თავში

151-ე სკოლის მასწავლებელს და მის ოჯახს კორონავირუსი დაუდასტურდა

151-ე სკოლის მასწავლებელს და მის ოჯახს კორონავირუსი დაუდასტურდა
151-ე სკოლის მასწავლებელს და მის ოჯახს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 151-ე სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით ერთ-ერთ მასწავლებელს და მისი ოჯახის 5 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

"ჩვენი სკოლის მასწავლებელს COVID-19 დაუდასტურდა, დაინფიცირებულია მისი ოჯახის 5 წევრი. სამინისტროს მივწერეთ წერილი, მოგვივიდა დასტური და, აქედან გამომდინარე, სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე", - განუცხადა Report.ge-ს სკოლის დირექტორმა ლია რუხაძემ.

მისივე ინფორმაციით ორი კვირის წინ სკოლაში პირველი კლასის მოსწავლესაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია, რის გამოც კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

"პირველ კლასელს დაუდასტურდა 2 კვირის წინ, ის ბავშვი სკოლაში აღარ მოსულა. კლასი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე თავის პედაგოგებთან ერთად. სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. დანარჩენებმა კი განვაგრძეთ მუშაობა", -   უთხრა Report.ge-ს  სკოლის დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ Report.ge-ს ამ სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელიც დაუკავშირდა და განაცხადა, რომ სკოლის დირექციამ არ აცნობათ იმის შესახებ, რომ ორი კვირის წინ მოსწავლეს ვირუსი დაუდასტურდა. მშობლის განმარტებით, ამის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მისმა შვილმა სკოლაში სიარული განაგრძო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system