თავში

161-ე სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

161-ე სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა
161-ე სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 161-ე სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას კონტაქტი 8 ბავშვთან ჰქონდა. ინფიცირების ფაქტის გამო სკოლა 12 დღის განმავლობაში ონლაინ სწავლებაზე გადადის.

"პარასკევს დაუდასტურდა ჩვენს ერთ-ერთ მასწავლებელს კორონავირუსი. ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ზომები, გადავედით ონლაინ სწავლებაზე, ყველა მასწავლებელი, ყველა ოჯახი გავაფრთხილეთ. დღეიდან 12 დღე, როგორც ექიმები გვაძლევენ რეკომენდაციას, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე ვიქნებით. ეს მასწავლებელი იზოლაციაშია, სასტუმროში. კარგად გრძნობს თავს. ბოლოს შაბათს იყო სკოლაში და 8 ბავშვთან ჰქონდა კონტაქტი,"- განაცხადა სკოლის დირექტორმა მიშა მინდაძემ. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 30 303-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 603პაციენტი და საერთო რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა რაოდენობა 215 ადამიანს შეადგენს. 



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system