თავში

17 წლის გოგოს გარდაცვალება კორონავირუსს არ უკავშირდება - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

17 წლის გოგოს გარდაცვალება კორონავირუსს არ უკავშირდება - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება
17 წლის გოგოს გარდაცვალება კორონავირუსს არ უკავშირდება - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინფორმაცია 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ, სიცრუეა.

,,3 დეკემბერს, ტელეკომპანია "მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, კორონავირუსით 17 წლის გოგო გარდაიცვალა. მიზეზად კი, პაციენტის კლინიკამდე ვერ მიყვანა დაასახელეს.

ჯანდაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე.

3 დეკემბერს, 03:24 სთ-ზე,112-ში განხორციელდა ზარი, უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოძახების ადგილზე 13 წუთში, 03:37 სთ-ზე მივიდა, რა დროსაც ექიმებს ახალგაზრდა გოგონა გარდაცვლილი დახვდათ.

მედიკოსების შეფასებით, გარდაცვალება კორონავირუსულ ინფექციას არ უკავშირდება.

შესაბამისად, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის სიცრუე.

სამინისტრო მადლობას უხდის მედიკოსებს განსაკუთრებული პროფესიული თავდადებისთვის და დაუშვებლად მიიჩნევს მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system